ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას ზაფხულში მიიღებს.
ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართვლოს „ფაიზერის“ მომწოდებელთან 1 მილიონ დოზაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.