logo_geo
როგორ პასუხობს ვარლამ გოლეთიანი აქციის დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვას
- +

24 მაისი. 2021. 17:58

 

გავრცელებული ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დღიურად, ათობით ათასი ლარი იხარჯება, მხოლოდ სცენისა და მონიტორების მომსახურებაში კი, დღეში, დაახლოებით, 23 ათას ლარს იხდიან. აქციის დაფინანსებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მედიის კითხვას ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა.

 

„მთელი ემიგრაცია ჩართულია ამ ბრძოლაში. ფინანსურად, მნიშვნელოვნად გვეხმარებიან. მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც - ესაა ჩვენი, ჩვენი მეგობრების რესურსი. ყველა თვითორგანიზდება და ყველას აქვს ამის დიდი სურვილი. ჩვენი ბრძოლა 209 დღეა გრძელდება. ზოგს შეუძლია, ამაში ფიზიკური წვლილი გაიღოს, ზოგს - ფინანსური. ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ემიგრანტების ფინანსური მონაწილეობა არსებობს და ამ ფულით ორგანიზდება ეს ყველაფერი. მათ შორის არ არიან ბიზნესმენები. ჩვენ გვაქვს მოძრაობა და ამ მოძრაობას - თავისი ანგარიში და წვრილი თანხებით გროვდება ფინანსური რესურსი“, - აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.

 

ამ დროისთვის, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

big_banner
არქივი