logo_geo
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
- +

27 მაისი. 2021. 10:24

 

 

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

 

„თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მარი ჯანაშიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

 

აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“), „მოხუცი ჯამბაზები“.

 

ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა), „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი).

 

 

big_banner
არქივი