logo_geo
შსს-ს ინფორმაციით, გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირია დაკავებული
- +

28 მაისი. 2021. 00:28

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების დროს 8 პირი დააკავეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

 

შეგახსენებთ, სოფელ გუმათში, სადაც ბარიკადებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი