logo_geo
ლევან რატიანი „რუსთავი 2“-ზე გადაცემას წაიყვანს
- +

1 ივნისი. 2021. 14:28

 

დღეს „რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება.

 

„რუსთავი 2“-ს უბრუნდებიან ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ყოველ კვირას იხილავთ „PS“-ს, რომელსაც გურამ როგავა წაიყვანს. ახალ გუნდში იქნებიან ყველასთვის ნაცნობი დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან.

 

ამასთან, არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი „ექიმები“ იქნება. ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემების შესახებ ისაუბრებენ.

 

ასევე სულ მალე საერთაშორისო მეგა პროექტი და ყველა დროის ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ – „ნიჭიერი“ ბრუნდება.

 

სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების, რომლებსაც თქვენთვის ბევრი აქვთ სათქმელი.

 

„90-60-90“ – „ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში 4 წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.

 

„რუსთავი 2“-ის ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. არხი საკუთარ ამბავს საუკუნის მეოთხედზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი