კვირას, 13 ივნისს „რუსთავი 2”-ზე გადაცემა „P.S.“ ბრუნდება ძველი და ახალი სახეებით.
ერთ-ერთი წამყვანი, ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი დავით კიკალიშვილია, რომელიც გადაცემას უცხოეთიდან წაიყვანს.
როგორც „პოსტ სკრიპტუმის” ანონსიდან ვიგებთ, მას შვილები ძალიან ენატრება.
„ძალიან მენატრება ჩემი შვილები… მინდა, მალე გნახოთ“, – ამბობს მონოლოგში დავით კიკალიშვილი.
ტელეჟურნალისტის ემიგრაციაში ყოფნის ემოციებს მაყურებელი სრულად კვირას, 21 საათზე, გადაცემის მსვლელობისას შეიტყობს.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დავით კიკალიშვილს ორი შვილი - გიორგი და ელენე ჰყავს. ის რამდენიმე წლის წინ ბაბუაც გახდა.