logo_geo
გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, საქართველოში მოდიოდა
- +

23 ივნისი. 2021. 20:15

 

ბრიტანული გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, ოდესიდან საქართველოში მოემგზავრებოდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა Bloomberg-თან განაცხადა.

 

როგორც ირკვევა, ბრიტანული გემი სწორედ ის  სამხედრო გამანადგურებელია, რომელის შესახებაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან ისაუბრა - გუშინ, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემის - "HMS Defender" ვიზიტის მნიშვნელობას.

 

დღეს, რუსეთმა შავი ზღვის წყლებში ბრიტანული ფლოტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი