logo_geo
"ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე, კოშმარული დღეები გამოვიარე" - სალომე ბაკურაძე მძიმე დღეებზე
- +

28 ივნისი. 2021. 12:06

 

 

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ და მისმა ოჯახმა არცთუ მარტივი რამდენიმე დღე გამოიარეს. როგორც მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ ახლახან დაწერა: „დღეიდან „მოვიხოდეთ“ და დავბრუნდით. ბოდიში, ხალხო, ვერ გპასუხობდით. სალო უკეთ არის და მალე ისევ იციმციმებს, როგორც ადრე,  ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის“.

 

სალომე ბაკურაძე:

 

რამდენიმე დღის წინ, გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულის რევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

 

ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ დედამიწა გადაატრიალეს და დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც ამ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

 

ექიმი ნევროლოგის, ეკა ხარხელის ასისტენტებმა ჩამიტარეს ყველა კვლევა. თვალებს ვერ ვახელდი და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ლეიკოპლასტირით დამიმაგრეს, რომ გუგები ენახათ… დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში. ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი