logo_geo
კორონავირუსით მღვდელმსახური გარდაიცვალა
- +

17 ივლისი. 2021. 00:43

 

 

კორონავირუსით მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

 

"2021 წლის 14 ივლისს ახალი კორინავირუსით გამოწვეული ინფექციით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა.

 

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

 

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

 

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი