logo_geo
რატომ უნდა მოხდეს მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა
- +

18 ივლისი. 2021. 19:34

 

 

რატომ უნდა მოხდეს მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა – ამ კითხვაზე პასუხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პასუხობს.

 

 

 

„აუცილებელია მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა!

 

მოსახლეობის 60% არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც დაავადების გავრცელებაში ცვლილების შეტანას შეძლებს.

 

თუმცა, ის არ იძლევა დაავადების სრული ელიმინაციის საშუალებას.

 

ვაქცინაცია გვეხმარება დავიცვათ როგორც ცალკეული ინდივიდი, ისე მთლიანად საზოგადოება.

 

ვაქცინაციით მაღალი მოცვა საშუალებას მოგვცემს შევამსუბუქოთ და თავიდან ავიცილოთ შეზღუდვები, გავხსნათ საზღვრები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – აღნიშნულა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

 

18 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 353 835 აცრა.

 

სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი.

 

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი