ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი ე.წ. ბოთლის წყალთან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი გაიგზავნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის არ არსებობის გამო მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.