logo_geo
ნიდერლანდების გადაწყვეტილებით, საქართველოს 8 აგვისტოდან „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიენიჭება
- +

5 აგვისტო. 2021. 21:51

 

 

ნიდერლანდების გადაწყვეტილებით, საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიენიჭება. როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსთვის კვლავ ძალაში რჩება "ნარინჯისფერი კოდი".

 

"გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

 

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - ჩოვიდ-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

 

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი