logo_geo
ვრცელდება ვიდეო შემზარავი ავარიის ადგილიდან, სადაც ავტომობილში კაცი დაიწვა
- +

13 აგვისტო. 2021. 18:23

 

 

 

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ორო ავტომობილი დაიწვა. ინფორმაციას და ვიდეოს სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად დამწვრობა მიიღო ერთმა ადამიანმა.

 

„დაიწვა ორი ავტომობილი და ერთი ადამიანი, რომელიც გადარჩა! ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი