ამერიკულმა კომპანია Netflix-მა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ამის შესახებ გამოცემა LADbible-ი წერს.
„Netflix-ი უდიდეს პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.
ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივისდა კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.