logo_geo
ბაბუშერას ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა
- +

22 სექტემბერი. 2021. 18:43

 

 

დღეს, 22 სექტემბერს ბაბუშერას ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა.

 

ტრაგედია 1993 წელს მოხდა. თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, თუმცა, ავიალაინერში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი – დაიღუპა.

„ჩემი ვაჟი 34 წლის იყო, ძალიან უყვარდა აფხაზეთი, მე აფხაზეთში ვმუშაობდი, ხშირად მოდიოდა ჩემთან.. ვეუბნებოდი, რომ აფხაზები პურის საჭმელადაც არ მიშვებენ მარტო-მეთქი. როცა ეს ამბავი მოხდა, ვუშლიდი წასვლას, მაგრამ  მითხრა: იქნებ შენს აფხაზ მეგობრებს როგორ უჭირთო... რა სხვაობა იყო – ჩვენ აფხაზები და ქართველები ერთნი ვიყავით. ჩვენ გვებრძოდნენ რუსები და არა აფხაზები. ჩვენ რუსებმა დაგვმართეს ეს უბედურება აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც“, - ამბობდა რამდენიმე წლის წინ ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლის, ალეკო ზაალიშვილის დედა, რომელიც აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის წევრიც იყო.

 

ომის დამთავრებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეის მონაცემებით, დაღუპულთაგან, 12-ის ნეშტია ამოსაცნობი. მათი იდენტიფიცირებისთვის მუშაობა გრძელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი