logo_geo
10 ნოემბერი მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა
- +

10 ნოემბერი. 2021. 15:09

 

10 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან არტილერისტებს წარმატებები უსურვა და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.

 

დღესვე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას.

 

მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. ბრიგადამ თავისი არსებობის პერიოდში სახელი მრავალჯერ შეიცვალა. 2018 წლის ივნისში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა.

 

 

big_banner
არქივი