„ნაციონალური მოძრაობა“ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მორიგი აქციის გასამართად ემზადება. აქციის მონაწილეები ადგილზე უკვე იკრიბებიან. უცნობია როდის დაიწყება აქცია. პარტიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და გუშინ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.
„ნაცმოძრაობის“ წევრების გარდა, ადგილზე „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებიც იმყოფებიან. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სუს-ის შენობსთან მსვლელობას მოაწყობენ.