logo_geo
Apple-ი თანამშრომლებს ჩანთების შემოწმების გამო 29,9 მილიონ დოლარს გადაუხდის
- +

13 ნოემბერი. 2021. 10:15

 

 

კომპანია Apple-ი თანამშრომლებს ჩანთების შემოწმების გამო 29,9 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

 

2013 წელს კალიფორნიის შტატში მდებარე Apple-ის 52 მაღაზიის 14 683 თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ კალიფორნიის კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც არ აუნაზღაურა თანამშრომელბს ის დრო, რომელიც მათ ჩანთების შემოწმების გამო დაკარგეს.

 

Apple-ში აცხადებდნენ, რომ ეს შემოწმება საჭირო იყო იმისთვის, რათა თანამშრომლებს ელექტრონული მოწყობილობები არ მოეპარათ. 2015 წელს მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა 2020 წელს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება თანამშრომელთა სასარგებლოდ მიიღო.

 

ამის შემდეგ მოსარჩელეთა ადვოკატებმა ფედერალურ მოსამართლეს მიმართეს. საბოლოო ჯამში, კომპანიამ და მოსარჩელეებმა კომპენსაციის ოდენობაზე მოილაპარაკეს და კოლექტიური სარჩელის თითოეულმა მონაწილემ 1286 დოლარი მიიღო.

 

 

 

big_banner
არქივი