logo_geo
2000-იანი წლების დასაწყისთან 2020 წლამდე, საქართველოში ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი 4-ჯერ შემცირდა
- +

13 ნოემბერი. 2021. 18:00

 

 

 

,,2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 1000 ცოცხლად დაბადებულზე) ოთხჯერ შემცირდა და 2020 წელს ბიჭებისთვის 8.4-ს, ხოლო გოგონებისთვის 7.4-ს გაუტოლდა”, - ამის შესახებ საქსტატის სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“ წერია.

 

მსგავსი ტენდენციები შეინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდაობის კოეფიციენტში, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში 2-ჯერ შემცირდა.

 

„მეორეს მხრივ, დადგენილია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გასამმაგებულმა ჯანდაცვის ხარჯებმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღებამ, გამოიწვია პაციენტების ვიზიტების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით გაზრდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის გადამდები და არაგადამდები დაავადებების უფრო მეტ რეგისტრირებულ რაოდენობას. ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცებში ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და ფსიქიკური აშლილობის ახალი შემთხვევები აღემატება ქალებში გამოვლენილ შემთხვევებს, ხოლო ქალებში მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტია ახალდიაგნოზირებული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები. სიკვდილის მიზეზების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა საერთო რაოდენობაში კვლავ ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, რაც ქალთა მოკვდაობის მიზეზის 47%-ს, ხოლო მამაკაცთა სიკვდილიანობის 41%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია საქსტატის პუბლიკაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი