logo_geo
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება
- +

27 ნოემბერი. 2021. 00:07

 

 

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

 

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს. სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

 

„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი