logo_geo
ამირან მურვანიძე, (ბაბუ): როცა ცუდად ვარ, სამსახურში მივდივარ და კარგად ვხდები
- +

28 ნოემბერი. 2016. 21:51



„ერთი ესაა, რომ დაბადებული არ ვარ ტელევიზიაში, თორემ დანარჩენი, თითქმის  ყველა წელი ტელევიზიასთან მაკავშირებს. ცოტა არ იყოსშავ  უბანში" ვიზრდებოდი, 4-სართულიან სახლში 14 ბიჭი ვცხოვრობდით ერთ სადარბაზოში. ღამის 3-4 საათამდე  ისე ვიყავით ქუჩაში, დედ-მამა არ ნერვიულობდნენ - ვინ რას გაგვიბედავდა, ისეთი უბანი იყო, მაგრამ  რადგან დიდ დროს ვატარებდი ქუჩაში, მე-9 კლასში, 1965 წელს, გადამიწყვიტეს, მუშაობა დამეწყოასე მოვხვდიპირველ არხში". მუშაობა დავიწყე გამნათებლად. მას მერე სულ ტელევიზიაში ვმუშაობ." - იხსენებს ტელეოპერატორი ამირან მურვანიძე (ბაბუ) ჩვენთან საუბრისას.


„პირველი არხის" შემდეგ უკვეტელეიმედში" გადმოვედი - სანამ გაიხსნებოდა ტელევიზია, ერთი წლით ადრე მოვედი. ამ ტელევიზიაში თანამშრომლებიდან მეოთხე ვარ.

 

ტელევიზიის გარდა, არასდროს არსად  მიმუშავია, ეს არის ჭაობი, რომელიც გითრევს და რომელსაც ვერ ტოვებ. თან, მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ჩემი საქმე. როცა ცუდად ვარ, სიცხე მაქვს ან რამე მსგავსი, აქ რომ  მოვდივარ, უკვე კარგად ვხდები. მეხალისება მოსვლა.

 

რამდენჯერმე მთხოვეს ლექციების წაკითხვა, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც მთავაზობდნენ, მაგრამ ვერ ვიცლი. ძალიან ვარ სამსახურზე გადამკვდარი. ოჯახიც ხომ მაქვს? თანაც ოჯახის კაცი ვარ, ოჯახს პატრონობა უნდა, ბაზარში წასვლაც მიყვარს, მეუღლეც მეცოდება  - სამი ბიჭი მყავს და დღედაღამ იმუშაო და შეაკვდე - არ შემიძლია".

 


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: 

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=759


 

big_banner
არქივი