logo_geo
ლაშა დარსალია: ყველა სხვა რაუნდის მსგავსად პრაქტიკულად, წინსვლა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა
- +

8 დეკემბერი. 2021. 21:36

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, ახლაც წინსვლა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა.

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური.

 

„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად პრაქტიკულად, წინსვლა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა. რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მუქარად, როდესაც საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის საქართველოსთვის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

big_banner
არქივი