logo_geo
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი პანდემიის უზარმაზარ მეხუთე ტალღას გამოიწვევს
- +

17 დეკემბერი. 2021. 22:30

 

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ მოელის, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი პანდემიის უზარმაზარ მეხუთე ტალღას გამოიწვევს.

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა უპრეცედენტო გამოწვევისთვის უნდა მოემზადოს.

 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი აშშ-ში უფრო სწრაფად გავრცელდება, რის გამოც, არავაქცინირებულებს მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის ზამთარი ელით.

 

16 დეკემბერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

big_banner
არქივი