logo_geo
კვლევა: „ომიკრონი“ ვარიანტით რეინფიცირების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში
- +

17 დეკემბერი. 2021. 22:30

 

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით რეინფიცირების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში. აღნიშნულს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის (Imperial College London) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

 

კვლევის შედეგები გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოსა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც PCR-ტესტების შედეგად, 29 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში კორონავირუსი დაუდგინდათ.

 

„ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მტკიცებულება (როგორც ჰოსპიტალიზაციის რისკის, ასევე სიმპტომების სტატუსის შესახებ), რომ „ომიკრონს“ „დელტა“ შტამისგან განსხვავებული სიმძიმის დონე აქვს“, - ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის შედეგების თანახმად, „დელტა“ შტამთან შედარებით, „ომიკრონი“ შტამით რეინფიცირების რისკი 5.4-ჯერ უფრო მაღალია.

 

„ეს ნიშნავს, რომ გადატანილი ინფექციით უზრუნველყოფილი დაცვის დონე 19%-ს შეიძლება შეადგენდეს“, - ნათქვამია კვლევაში.

 

 

big_banner
არქივი