logo_geo
ამირან გამყრელიძე „ომიკრონზე“: ჯერ კიდევ არ ვიცით ამ შტამმა რა სიურპრიზები შეიძლება მოუმზადოს კაცობრიობას
- +

18 დეკემბერი. 2021. 23:23

 

,,ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. შემთხვევების რაოდენობა მართალია აღარ არის 4-5 ათასი, მაგრამ დღეში 2,700 ბევრი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „პირველი არხის“ ეთერში, სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, სხვადასხვა ლაბორატორიიდან პერიოდულად შემოდის საეჭვო ნიმუშები, მაგრამ ჯერჯერობით „ომიკრონი“ საქართველოში არ დადასტურებულა.

 

„არის მონაცემები, რომ ახალი შტამი კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე „დელტა“, მაგრამ ჯერ ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ შტამმა რა სიურპრიზები შეიძლება მოუმზადოს კაცობრიობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი