logo_geo
კახა კალაძე: პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ქალაქი საახალწლოდ მოირთო
- +

24 დეკემბერი. 2021. 02:45

 

 

„პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ქალაქი საახალწლოდ მოირთო. მიხარია, რომ ამით ვაბედნიერებთ ადამიანებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, პანდემია დიდი გამოწვევაა. მინდა მივმართო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა პირბადის ტარება და აცრა. უნდა ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მე ჯერ არ შემხვედრია კოვიდი, მაგრამ საკუთარი მეგობრების და მეუღლის მაგალითზე ვიცი, რომ აცრა ძალიან შველის. რაც შეეხება საახალწლო განათებებს, პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ქალაქი საახალწლოდ მოირთო. მიხარია, რომ ამით ვაბედნიერებთ ადამიანებს. ხვალ ვხსნით საახალწლო სოფელს და 14 იანვრამდე ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა, კონცერტი, საბავშვო ატრაქციონები, საშობაო ბაზარი, ტკბილეულობის დახლები. ძალიან სასიამოვნო გარემო იქნება, ასე რომ ველოდები ხვალ თბილისელებს საახალწლო სოფლის გახსნაზე“, - აცხადებს თბილისის მერი.

 

 

big_banner
არქივი