logo_geo
კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები დღეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ
- +

24 დეკემბერი. 2021. 20:54

 

 

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები დღეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ. კლუბთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი ღონისძიების ბილეთები აქვთ შეძენილი, თბილისის სხვა ღამის კლუბების ხელმძღვანელები და „ბასიანის“ ხელმძღვანელები.

 

„გვითხრეს, რომ მოვემზადოთ 17 დეკემბრისთვის. ავიღეთ ვალები, შევასრულეთ შემუშავებული რეკომენდაციები - ვენტილაციის სისტემები და ა.შ. ჩვენ ვამოწმებთ კოვიდპასპორტებს, არ ვიღებთ PCR ტესტებს, ანტიგენ-ტესტებს ან უვადო მწვანე პასპორტებს. ჩვენთან შემოდიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები. გვაქვს სრული უფლება, გავხსნათ დაგეგმილ დროს კლუბის კარები და ჩავატაროთ ღონისძიება. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. თუ ამას მოჰყვება სპეცრაზმის მოსვლა და რაღაც გართულებები, ეს უკვე ჩვენი ბრალი არაა“, - აცხადებს „ბასიანის“ დამფუძნებელი ტატო გეთია.

 

 

big_banner
არქივი