logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უკეთესს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას
- +

25 დეკემბერი. 2021. 00:29

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.

 

„შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

 

გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს.

 

 

big_banner
არქივი