logo_geo
სეს-მა თევზის სარეალიზაციო ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა
- +

28 დეკემბერი. 2021. 12:10

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თევდორე მღვდლის ქუჩა N27-ში მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტ შპს „Mfood“-ში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები.

 

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

 

წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს.

 

 

big_banner
არქივი