logo_geo
ამირან გამყრელიძე: ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ ზემოთ წავიდა
- +

28 დეკემბერი. 2021. 13:56

 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლები იკლებს, თუმცა, ყველაზე მძიმე ინდიკატორის შემთხვევაში, მონაცემები მზარდია.

 

„ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკაა. ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, კუმულაციური ინციდენტობა იკლებს, ბოლო 7 და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 6%-ს ჩამოსცილდა და 5%-ის ფარგლებშია. ერთადერთი, რაც, სამწუხაროდ, ისევ ზემოთ წავიდა, არის ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 17 გარდაცვლილია მილიონ მოსახლეზე, რაც, დაახლოებით, ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი