logo_geo
საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
- +

28 დეკემბერი. 2021. 14:26

 

„დღეს ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველკვირეულად იანგარიშება, PCR-ტესტებით გამოვლენილი კოვიდინფიცრების შემთხვევაში, რამდენი პროცენტი მოდის „ომიკრონის“ გამოვლენაზე. მისი განცხადებით, ეს მაჩვენებელი 1%-ზე მეტია.

 

„მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, ის დომინანტი შტამი გახდეს და „დელტა“ ჩაანაცვლოს. „ომიკრონით“ ინფიცირების 63 შემთხვევიდან, უმრავლესად, ვირუსი შემოტანილია. ინფიცირებულთაგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ გახლავთ. მათი უმრავლესობა აცრილია, 6-ს ჰქონდა გადატანილი ვირუსი. 5 ადამიანი 18 წლამდე ასაკისაა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი