logo_geo
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიებს აგრძელებს
- +

28 დეკემბერი. 2021. 14:52

 

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.

 

ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.

 

ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაკულინარიულ ტურებს განაგრძობს. პროექტის მიზანი გასტრო-ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობის პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

 

საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ოპერატორები მონაწილეობენ.

 

2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და ასევე 4 გასტროტური - (96 მონაწილე). პრეს-ტურების შედეგად მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი. სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად მომზადდა შიდა ქართლისა და რაჭის 2 ვიდეორგოლი.

 

 

big_banner
არქივი