logo_geo
თბილისის 2 რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

30 დეკემბერი. 2021. 22:09

 

თბილისში, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას GWP ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N54-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიული დაზიანება გახდა.

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში:

 

გეგუთის, ასურეთის, კურსების, წერონისის, თოდრიას ქუჩებს; ლოტკინის მთას; ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მუხრანის, გარეჯელის, შენგელაიას, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის I კვარტალს, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის I-IV კვარტალებს, ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონს, ზღვის უბნის IV-IX, X, Xა Xბ კვარტლებს, ჩარგლის, გვაზაურის, სვანეთის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ურიდიას, დადიანის მე-2 მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზესტაფონის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ღრმაღელეს, რიონჰესის, კურნატოვის, სართანიას, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

 

გლდანის რაიონში:

 

გლდანის „ა“ და I-IV მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთას, ქერჩის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდი“, - აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი