logo_geo
31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ
- +

31 დეკემბერი. 2021. 00:30

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

 

ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

 

პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

 

აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

 

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი