logo_geo
როგორ შეხვდა მსოფლიო 2022 წელს
- +

2 იანვარი. 2022. 13:33
 

მსოფლიო 2022 წელს კოვიდპანდემიის პირობებში შეხვდა. ქვეყნების ნაწილმა ღონისძიებები გააუქმა. ნაწილში კი მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული. მიუხედავად ამისა, ახალი წლის შემოსვლა მსოფლიოში საზეიმოდ აღნიშნეს.

ავსტრალიაში 2022 წლის შემოსვლა გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს, რომლის სანახავადაც 17 000 ადამიანი შეიკრიბა

სიდნეის სტადიონზე კი საახალწლო კონცერტი გაიმართა

სეულის მცხოვრებლებისთვის კი ახალ წელს ლაზერული შოუ მოაწყვეს. პროექტორები 125 სართულიან ცათამბჯენში იყო დამონტაჟებული და შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა

იაპონიაში, ქალაქ კამაკურას ტაძართან ახალი წლის ღამეს 6 500 სანთელი აანთეს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში წარმატება უსურვეს

ტოკიოს ტაძარში კი ათასობით ადამიანი საახალწლო ლოცვას დაესწრო

ტაილანდში, მდინარე ჩაუპრაიას თავზე მასშტაბური ფოიერვერკების შოუ მოაწყვეს

ულამაზესი ფოიერვერკი გაუშვეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაშიც

ლონდონში ფოიერვერკი გაუშვეს სამეფო საზღვაო კოლეჯის თავზე. შოუში მონაწილეობდნენ დრონებიც

დუბაიში, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ბურჯ ხალიფას შენობიდან გაუშვეს

 

ახალი წლის დადგომა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს 

კოპაკაბანას სანაპიროზე ფოიერვერკის ფონზე იზეიმეს

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი