logo_geo
მაიკ რაიანი: „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იქნება
- +

6 იანვარი. 2022. 21:09

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იქნება.

 

„რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს ბოლო ვარიანტი იყოს, თუმცა, მივიჩნევ, რომ ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ინფიცირებისა და „ომიკრონის“ გადაცემის დონე მაღალია. ასევე იმუნიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია. ამიტომაც, სამწუხაროდ, ახალი ვარიანტების გაჩენისა და გავრცელებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება და ამჟამად ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მოვლენების მსგავსი სცენარი თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა აიკ რაიანმა.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

big_banner
არქივი