logo_geo
თორნიკე დავითაშვილი: მეორე ნათლიას არ უცდია მამაჩემის მოკვლა...
- +

8 იანვარი. 2022. 00:12

 

პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე დავითაშვილი მაკა რაზმაძის გადაცემა „ჩაის“ სტუმარი იყო. მან ნათლიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ნათლიით, მიხეილ სააკაშვილით, დიდად არ ამაყობს.

 

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომნათლეს.

იმჟამად მამა და სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო. სულ ორი ნათლია მყავს. მიხეილ სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ, კარგა ხნის განმავლობაში ვითხოვდი - გადანათვლა არ არსებობს-თქო?

მეორე ნათლიით, ნონა წოწერიათი ვამაყობ, სტრასბურგში იყო წლების განმავლობაში მოსამართლე საქართველოს სახელით. მიყვარს ძალიან და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ.

ნათლიაჩემი სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ... მეორე ნათლიას არ უცდია მამაჩემის მოკვლა... ვითხოვდი, გადანათვლას“ - …მეორე ნათლიას მაინც არ უცდია მამაჩემის მოკვლა“, - ამბობს დავითაშვილი.

 

 

big_banner
არქივი