logo_geo
ხულოში, სოფელ განახლებაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
- +

13 იანვარი. 2022. 20:45

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოსა და შუახევში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სამუშაოები, ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

 

შუახევში მოსწავლე - ახალგაზრდობის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სახელოვნებო ცენტრი. შენობაში მოეწყობა სააქტო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე.

 

 

big_banner
არქივი