logo_geo
მაია ჩხაიძე: „ომიკრონი“ ბავშვებში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება
- +

13 იანვარი. 2022. 23:55

 

„ომიკრონი“ ბავშვებში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება“, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

 

„მსოფლიოს გამოცდილებით გეუბნებით, ბავშვებში ჰოსპიტალიზაციამ 20%-ით მოიმატა. რადგანაც შემთხვევების რაოდენობა იმატებს და საქართველოს რეალობაში 2020-წლიდან 2022-წლამდე ბავშვების ავადობა საშუალოდ, დიდების ავადობის 15% იყო, შესაძლებელია, ამ პროცენტმაც მოიმატოს, რადგან „ომიკრონი“ ბავშვებში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. შეიძლება ის კლინიკები, რომლებიც ამჟამად გამოყოფილია კორონავირუსის სამკურნალოდ, არ აღმოჩნდეს საკმარისი“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

 

big_banner
არქივი