logo_geo
თამარ გაბუნია: მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ
- +

15 იანვარი. 2022. 21:41

 

„დღეს, სკოლები, პანდემიის მართვისთვის კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად ადაპტირებული არიან და მექანიზმები აქვთ შექმნილი, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება შემთხვევაზე და თავი რისკებისგან დაიცვან.

 

„ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იამზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო. სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის, თავის მიკრო გარემოში კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი