logo_geo
დავით გადელია: იმედი მაქვს, ამ წლის მეორე ნახევრიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი დაიწყება
- +

21 იანვარი. 2022. 00:26

 

 

„იმედი მაქვს, ამ წლის მეორე ნახევრიდან პანდემიაზე საუბარი აღარ იქნება“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „პირველის არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„პანდემიისთვის ორი წელია არაფერია, ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა ინფექციური დაავადებების პანდემია უფრო დიდხანსაც გაგრძელებულა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წლის მეორე ნახევარში პანდემიაზე საუბარი აღარც იყოს. რთული სათქმელია, ეს პანდემია როგორ დასრულდება - გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ სულ გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მე-6 მე-7 თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - განაცხადა დავით გადელიამ.

 

 

big_banner
არქივი