logo_geo
„ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა
- +

21 იანვარი. 2022. 02:03

 

 

Netflix-მა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. ფოტოები შოუს პროდიუსერმა, კრის ვან დუსენმა Twitter-ზე გააზიარა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სერიალის მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს. სერიალის მსახიობების გუნდს სიმონ ეშლი შეუერთდა, რომელიც კეიტ შარმას როლს შეასრულებს. სწორედ ის დააინტერესებს ვიკონტს.

 

შოუ ეკრანებზე 25 მარტს დაბრუნდება.

 

 

big_banner
არქივი