logo_geo
აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 44 მოქალაქეს 1000 – 1000 ლარი გამოეყო
- +

21 იანვარი. 2022. 02:37

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების” პროგრამის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 44 მოქალაქეს 1000 – 1000 ლარი გამოეყო. აქედან ერთ მათგანს 100 წელი 2022 წლის 15 იანვარს შეუსრულდა.

 

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 4 კაცი, 40 კი ქალია. ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები 116 წლის ფატყუმე ირემაძეა.

 

2022 წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 9 ადამიანს შეუსრულდება, ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ.

 

 

big_banner
არქივი