ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„მყავს მეუღლე - რატომ გამომყვა, არ ვიცი... საუკეთესო მოსწავლე იყო, უნივერსიტეტიც მედალზე აქვს დამთავრებული. მეცნიერ-მუშაკია. კარგი დედა და სამაგალითო მეუღლეა. ყველა ამბობს - ოჯახი ასე უნდა გქონდესო, ამდენი წლის განმავლობაშიც ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მე გურული ვარ, ის - მთიული",-აღნიშნავს ტელეოპერატორი ამირან მურვანიძე (ბაბუ) ჩვენთან საუბრისას.
„31 წლის ისე გავხდი, არც კი მიფიქრია ოჯახის შექმნაზე. მოსკოვში წელიწადში 7-8-ჯერ რომ ჩავიდოდი, ეს მეგონა, რომ ცოტა იყო და იქ რას ვაკეთებდი და როგორ ვერთობოდი, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ამჟამინდელი ცოლისდა მეგობრობდა ჩემს დისშვილებთან და მან გამაცნო ჩემი ამჟამინდელი მეუღლე. მომეწონა და დღემდე ჩემი მეუღლეა. წელიწადნახევარი არ გვყავდა შვილი და დღეს უკვე სამი ბიჭი გვყავს.
ჩემი ბავშვობისდროინდელი შეყვარებულები დღეს ცნობილი ქალები არიან და დეტალურად ვერ მოგიყვებით. ერთ-ერთი მინისტრის მეუღლეა, მეორე ცნობილი მსახიობია. ვერ ვიტყვი, ვინ არიან - „ტეხავს"..."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=759