logo_geo
თამარ გვერდწითელის თქმით, რუსული ტელეარხები სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ და ძველ საკონცერტო ჩანაწერებს აჩვენებენ.
- +

7 მარტი. 2022. 01:52

 

 

 

მომღერალი ამბობს, რომ თავს ცუდად გრძნობს და კლინიკაში იმყოფება. მას სამომავლო გეგმები ჯერ არ აქვს, იცის მხოლოდ ის, რომ ჯერჯერობით არსად იმღერებს. რუსეთის დატოვების შემთხვევაში კი მხოლოდ საქართველოში იცხოვრებს.

 

"ახლა, კლინიკაში ვიმყოფები, ჯანმრთელობის პრობლემები სტრესის ფონზე გამიჩნდა. ძალიან შეწუხებული ვარ, ერთ სტრესს ცილისწამებისგან გამოწვეული სტრესიც დაემატა. თანაც, შემოქმედი ადამიანისთვის ძალიან რთულია გულგრილად ვუყურო იმას, რაც ხდება და ამის გარდა, ბრალდებებს, თითქოს კრემლში ვიმღერე.

 

სინამდვილეში, გუშინ არანაირი კონცერტი არ გამართულა. ახლა, დღეს არის მოსკოვში კონცერტი, რომელშიც მე არ ვმღერი, კლინიკაში ვიმყოფები.

 

ხდება ძველი საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, რომელიც რუსულ არხებზე ტრიალებს. ძველ გამოსვლებს აჩვენებენ, რომლებიც ამათ შედევრებთან დაკავშირებულია და ამ მომღერლებს შორის მეც აღმოვჩნდი. ვიმეორებ - ეს ძველი ჩანაწერია ლეჟენკოსთან ერთად. არც გუშინ მიმღერია, არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ.

 

მე შემოქმედებითი პაუზა ავიღე - ექვსი თვე აღარ ვიმღერებ არსად. ახლა ისეთი ფაზაა, რომ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ახლა მუსიკა და სიმღერა საჭირო არ არის. "

 

 

big_banner
არქივი