logo_geo
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპანტებმა კიევის ოლქში ქალებისა და ბავშვების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. არის მსხვერპლი
- +

13 მარტი. 2022. 01:34

 

 

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქში ქალებისა და ბავშვების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 11 მარტს, სოფელ პერემოგადან მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობის დროს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვია. დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

 

big_banner
არქივი