logo_geo
ხარკოვში, ქართულ-უკრაინულ ოჯახს საბრძოლო მოქმედებების დროს, თავშესაფარში ვაჟი შეეძინა
- +

13 მარტი. 2022. 22:27

 

 

ხარკოვში, ქართულ-უკრაინულ ოჯახს საბრძოლო მოქმედებების დროს, თავშესაფარში ვაჟი შეეძინა. „იმედის კვირა“ პატარა ქართველის ოჯახს ლვოვში შეხვდა.

 

ხარკოვში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაბადებული დავით ბუსკანძე საქართველოში ოჯახთან ერთად მალე დაბრუნდება. ის 10 დღის წინ საჰაერო დაბომბვების დროს, თავშესაფარში დაიბადა.

 

„ყველგან ჭურვები ცვიოდა, ყველანი სარდაფს ვაფარებდით თავს. არ ვიცოდი, ტკივილისთვის გამეძლო, თუ უსაფრთხოებაზე მეფიქრა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდ გაიზარდოს. იმედი მაქვს, ასეც იქნება“, - განაცხადა დავით ბუსკანძის დედამ, ტატიანა ბუსკანძემ.

 

ახალშობილის მამის, რომან ბუსკანძის თქმით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის აუცილებლად პასუხს აგებს. „პატარა დავით ბუსკანძის ისტორია, ალბათ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ მის ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით. შევძელით, რომ ოჯახი ლვოვში ჩამოსულიყო და ბავშვის სამგზავრო დოკუმენტი გაგვეცა. ოჯახი ვარშავიდან ლვოვში 15 მარტს გადავა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-კონსულმა კიევში, ტარიელ ყიფშიძემ.

 

 

big_banner
არქივი