logo_geo
ბრიტანელი ანალიტიკოსების პროგნოზით, სანქციების გამო რუსეთის მშპ 2022 წელს 14%-ით დაეცემა
- +

19 მარტი. 2022. 19:30

 

 

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Centre for Economics and Business Research-ის გათვლებით, დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის მშპ 2022 წელს 14%-ით დაეცემა.

 

ბრიტანელი ანალიტიკოსების პროგნოზით, 2023 წლის დასაწყისში რუსეთში ინფლაცია 30%-ს მიაღწევს, რეალური ხელფასი კი უახლოეს 12 თვეში 18%-ით, 2024 წლის დეკემბრამდე კი 25,7%-ით შემცირდება.

 

ანალიტიკოსების განცხადებით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანქციების ეფექტმა, რუბლის კურსის დაცემასთან და ნედლეულის ფასების ზრდასთან ერთად რუსეთში ცხოვრების დონის მაჩვენებელზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

 

 

big_banner
არქივი