logo_geo
GORBI: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რესპოდენტთა 64,5% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სწორია
- +

20 მარტი. 2022. 22:23

 

 

„გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? 64,5 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია; 30,4%, რომ არასწორია და 5,2% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

გამოკითხულ იმ რესპონდენტთა 25 პროცენტი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ამ კითხვაზე პასუხისას ფიქრობს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.

 

 

big_banner
არქივი