logo_geo
GORBI: გამოკითხულთა 63,5% გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვას იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს
- +

20 მარტი. 2022. 22:55

 

 

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვა იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

გაუმართლებელია - 63.5%

გამართლებულია - 30.1%

არ ვიცი/უარი - 6.4%.

ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ 29%, „მთავარის“ მაყურებლის 34%, „ტვ პირველის“ მაყურებლის 48%.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

 

 

big_banner
არქივი